ნიკოლოზ ბასილაშვილი უმაგის ტურნირზე ნაცნობ და მისთვის ადვილ მეტოქეს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხორვატიის ქალაქ უმაგის ტურნირზე იასპარეზებს.

პირველ წრეში ჩვენებურის მეტოქე სერბი დუშან ლაიოვიჩი იქნება.

ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და სამივე შემთხვევაში გამარჯვება ნიკოლოზს დარჩა.

მატჩის დაწყების ზუსტი დრო და თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, გამარჯვების შემთხვევაში კი მეორე წრეში ბასილაშვილი ბრიტანელ კაილ ედმუნდს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული