ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა.
შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა - ის რეიტინგში 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.
ბასილაშვილმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ATP ტურნირი პირველად მოიგო.
ნიკოლოზს გამარჯვებულის პრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა მიხაელ შტიხმა გადასცა.
არის! - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიკოლას იარი დაამარცხა და ფინალში ლეონარდო მაიერს შეხვდება! [VIDEO]
ნიკოლოზს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდებულ გამარჯვებას და ვისურვებდი რომ ნიკასთვის ყოფილიყოს ეს ერთი და სხვა მრავალი