ჰამბურგის ტურნირის მოგების შემდეგ დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველად ითამაშებს

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მოგების შემდეგ, დღეს პირველ მატჩს გამართავს.

საქართველოს პირველი ჩოგანი კიცბიუელში (ავსტრია) იმყოფება, სადაც პირველ წრეში სერბ ლასლო დიერეს დაუპირისპირდება.

ქართველი სერბს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მაშინ, 2015 წლის საფრანგეთის ღია პირველობის კვალიფიკაციაზე, ჩვენებურმა ორ სეტში გაიმარჯვა.

დიერე 23 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 90-ე პოზიცია უკავია. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, წყვილში გამარჯვებული კი ან ტარო დანიელს, ან იან ლეონარდ შტრაფს დაუპირისპირდება.

altქართული ისტორია! - ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა დიდ წარმატებამდე

altდაუვიწყარი კადრები - ოვაციები და

ლეგენდარული მიხაელ შტიხის მიერ გადაცემული თასი ნიკოლოზ ბასილაშვილს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილია, და ამოტომ ვფიქრობ დღეს წააგებს.
მინდია
18:59 31-07-2018
0
ეჰ წააგო ძაან გადაიღალა ეტყობა ნეტა რამდენ ქულას დაკარგავს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული