მოულოდნელი ინფორმაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ორ დიდ ტურნირს გამოტოვებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ორ საჩოგბურთო მასტერზე არ იასპარეზებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს მისმა მამამ, ნოდარ ბასილაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ჩოგბურთელის მწვრთნელებმა მიიღეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიკოლოზი არ ითამაშებს მონრეალის მასტერსზე.

ის ასევე არ იქნება 12-19 აგვისტოს გასამართ ცინცინატის მასტერსზეც. ამ ორ შემთხვევაში ჩვენებურს ქულები ცინცინატში აქვს დასაცავი, რის გამოც სავარაუდოდ, რეიტინგში უკან დაიხევს.

ბასილაშვილი კორტს 19 აგვისტოს დაუბრუნდება და Winston-Salem Open-ის ტურნირზე იასპარეზებს, შემდეგ კი ამერიკის ღია პირველობაზე გადაინაცვლებს.

altნიკოლოზ ბასილაშვილის კალენდარი - მაღალი

დონის ტურნირები და რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურების შანსი

altნიკოლოზ ბასილაშვილი კიცბიუელის ტურნირზე ლასლო დიერესთან დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეტყობა იცის თავისი საქმე, ელემენტარულად გადაიღალა. თანაც ფიზიკური რეაბილიტაციაც უნდა. დანარჩენი ორი ტურნირიც სერიოზული განაცხადია, გვეიმედება ნიკოლოზის!
მერაბი
04 აგვისტო 2018 12:24
4
დევისის თასზე ისეთმა ქვეყანამ რო გამოგვაგდო რუკაზეც რო არაა და მან ორივე თამაში წააგო ,მაშინ არ გეიმედებოდა?
ნოდო
04 აგვისტო 2018 23:38
3
გადაიღალა რა 37 წლის ფედერერია? ჯიგარმა ბონუსი მოიგო და ეგ ამბავია... სუფთა ქართული მენტალიტეტის ამბავია
Musenbezi
04 აგვისტო 2018 13:45
22
ასეთი გამარჯვების შემდეგ იმსახურებს დასვენებას ნამდვილად.
ლევანი
04 აგვისტო 2018 19:44
2
3 კვირა (წინა კვირის სამშაბათიდან 19მდე 3 კვირაა) ისნერს არ დაუსვენია უიმბლდონის იმ 99 გეიმის მერე სამ სეტიან დიდ სლემს ჰარდზე პრაქტიკა გაუვლელი რო შეხვდები მაგარია ერთი ტურნირი რას ეყოფა
ნოდო
04 აგვისტო 2018 23:33
2
ოღონდ ცინცინატი არა. ეგეთი ქალაქი არ არსებობს. სინსინატი ქვია შენ რაც იგულისხმე. კალიფორნიის ქალაქია და ჯერ გადაამოწმეთ რას წერთ "ჟურნალისტებო"
თემო
04 აგვისტო 2018 22:52
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული