მიჯრით მერვე გამარჯვება - ეკატერინე გორგოძე გერმანული ტურნირის 1/2-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ჰეჩინგენის 60 000-დოლარიანი ტურნირის 1/2-ფინალში გავიდა.

მერვედფინალურ ეტაპზე მან გერმანელი ანა გაბრიჩი ორ სეტში - 6:2, 6:1 დაამარცხა.

მეოთხედფინალში კი ეკამ გერმანელ კატერინა ჰობგარსკის სძლია - 6:2, 2:6, 6:2.

აღსანიშნავია, რომ გორგოძემ ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ეკა.არ აღელდე და ასევე განაგრძე
სოსო
10:27 11-08-2018
1

სიახლეები პოპულარული