აქამდე ამ ტურნირზე მან ასევე გერმანელები ანა გაბრიჩი და კატერინა ჰოგბარსკი დაამარცხა.
ფინალში გორგოძე ლაურა ზიგმუნდსა და ტამარა კორპატჩს შორის მოგებულს ხვალ შეხვდება. ის მსოფლიოს რეიტინგში 180-ე პოზიციამდე დაწინაურდა და ფინალის მოგების შემთხვევაში 168-ე ადგილზე აღზევდება. ეს მისთვის სარეკორდო შედეგი იქნება.
ეკამ უკვე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და ჰეჩინგენის ტურნირის დასრულების შემდეგ ამერიკის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
ეკატერინე გორგოძემ ასტანის ტურნირი მოიგო და რეიტინგში 41 საფეხურით დაწინაურდება