გორგოძე "როლან გაროსის" პირველ წრეში 18 წლის ტაუსონს შეხვდება

AutoSharing Option
ეკა გორგოძემ (222) "როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ეტაპზე მექსიკელ რენატა ზარაზუას, ბულგარელ ელიცა კოსტოვას და ესპანელ ნურია პარიცა დიასს სძლია და პირველად კარიერის მანძილზე საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში იასპარეზებს.

გორგოძის მეტოქე ძირითადი ბადის პირველ წრეში მსოფლიოს 90-ე ჩოგანი, 18 წლის დანიელი კლარა ტაუსონი იქნება, რომელსაც 18 წლის ასაკში ერთი ტიტული აქვს. ის ცოტა ხნის წინ WTA 250 - ლიონის ტურნირის გამარჯვებული გახდა. საკვალიფიკაციო წრის გავლის შედეგად, გორგოძემ 60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ეკა ბელარუს ვიკტორია აზარენკასა და
რუს სვეტლანა კუზნეცოვას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გორგოძისა და ტაუსონის მატჩი 30 ივნისს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული