
ვალენსიაში საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია და პირველ წრეში ეკა გორგოძემ (217) იმარჯვა.
გორგოძემ რუსი ვალენტინა ივახნენკო 6:3, 6:2 დაამარცხა და 26 სექტემბერს, მერვედფინალში იტალიელ მარტინა ტრევიზანს შეხვდება, რომელმაც ავსტრიელ ბარბარა ჰაასს 7:5, 6:0 სძლია.
სექტემბერში გორგოძემ ჩეხეთში ფრიდეკ მისტეკის და საფრანგეთში სენ მალოს (წყვილებში) ტურნირები მოიგო.