მეტოქეები გარკვეულია - ბასილაშვილი და გორგოძე ამერიკულ ტურნირებს იწყებენ

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში ეკატერინე გორგოძე 16 წლის ქეით მაკნილს დაუპირისპირდება.

მაკნილი ამერიკელია და ტურნირზე Wild Cardი-თაა (ველური ბარათით) დაშვებული.

მას დიდ ტურნირებზე არასდროს უასპარეზია და ძირითადად, ITF-ებზე გამოდის.

სამაგიეროდ, მაკნილი თამაშობს ახალგაზრდულ დიდ სლემებზე და საფრანგეთის ღია პირველობის ფინალშიცაა გასული.

მისი და გორგოძის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 01:00 საათზეა ჩანიშნული.

გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი, ეჟენი ბუშარსა და კაროლ ჟაოს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

altეკატერინე გორგოძე: ვინაიდან არ მყავს სპონსორი, ვერ ამყავს პირადი მწვრთნელი
Winston-Salem-ის ტურნირზე გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეც.

ჩვენებური იტალიელ მატეო ბერეტენის დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ წრეში ფრანგი ჟულიენ ბენეტო ორ სეტში - 6:3, 6:3 დაამარცხა.

ქართველისა და იტალიელის გზები აქამდე ორჯერ გადაიკვეთა და ორივე შემთხვევაში (2014 წელს ანდრიას ჩელენჯერსა და 2018 წელს მარაკეშის ტურნირზე) გამარჯვება ნიკოლოზს დარჩა.

მატეო ბერეტინი 22 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილს იკავებს.

მისი და ბასილაშვილის შეხვედრა თბილისის დროით დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.

გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი 1/8-ფინალში გილერმო გარსია ლოპესსა და ჰეიონგ ჩუნგს შორის უკეთესს შეხვდება.




altნიკოლოზ ბასილაშვილი ბრუნდება! - ქართველი ჩოგბურთელი ამერიკულ ტურნირებში ჩაერთვება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული