პროფესიონალურ ჩოგბურთში გამოჩენიდანვე ეჟენის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
მან თავდაპირველად მოლოდნი გაამართლა და მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერიც კი გახდა, თუმცა მალევე რეგრესი დაიწყო, ახლა კი 123-ე ადგილს იკავებს.
ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მისი ბავშვობის მწვრთნელ ნიკ სავინოსთან განშორებამ გამოიწვია, რომელმაც ბუშარს აგრესიული და სწრაფი სათამაშო სტილი დაუმკვიდრა; ზოგიერთის აზრით კი, კანადელს უბრალოდ ჩოგბურთის თამაში აღარ სურს და მობეზრდა.
ეჟენი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და მას "ინსტაგრამზე"
ბუშარს ტურნირებზე მოხვედრა უკვე საკვალიფიკაციო ეტაპიდან უხდება, რადგან მას რეიტინგი ძირითად ბადეში შესვლის საშუალებას აღარ აძლევს. ასე მოხდა ამერიკის ღია პირველობაზეც. პირველი წრე მისთვის ძალზე ადვილი აღმოჩნდა და თანამემამულე, 23 წლის კაროლ ჟაო ორ სეტში - 6:0, 6:1 გაანადგურა.
განსაკუთრებით ცნობილი ფაქტია ჟენისა და ცნობილი რუსი ჩოგბურთელის, მარია შარაპოვას დაპირისპირება. როგორც იცით, შარაპოვა აკრძალული პრეპარატების მიღების გამო 2016 წელს ჩოგბურთს 4 წლით ჩამოაცილეს, თუმცა გასაჩივრების შემდეგ მას სასჯელი შეუმცირეს.
კანადელმა კი განაცხადა, რომ მარია მატყუარაა და მან ახალგაზრდებს ცუდი მაგალითი მისცა, რის გამოც თამაშის საშუალება არ უნდა მიეცათ. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი ჩოგბურთელები ერთმანეთს მადრიდში დაუპირისპირდნენ და ბუშარმა რუსი სამ სეტში დაამარცხა.
დიდ სლემებზე ჟენის მაქსიმუმი "უიმბლდონის" ფინალი გახლავთ, სადაც 2014 წელს პეტრა კვიტოვასთან დამარცხდა.
კანადელი ასევე გამოირჩევა არაპროფესიონალური დამოკიდებულებით, რაც ბოლოს ერთ-ერთ ტურნირზე არჩასვლით გამოიხატა.
მან შვეიცარიაში, გშტადიის ტურნირზე იასპარეზა, სადაც 1/2-ფინალში შეხვედრა შეწყვიტა და შემდეგ ტურნირზე წასვლა იმიტომ გადადო, რომ მისი განცხადებით, ჩოგბურთისთვის არ ეცალა და დასასვენებლად უნდა წასულიყო.
ფაქტია, რომ ასეთი არასერიოზული დამოკიდებულების მიუხედავად, გორგოძეს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რადგან ბუშარს თავისი ნიჭით არა მარტო მისი, არამედ ნებისმიერი ტოპ-ჩოგბურთელის დამარცხება შეუძლია.
შეხვედრა ზეგ გაიმართება, თამაშის დაწყების ზუსტი დრო კი უცნობია.
ეკატერინე გორგოძე: ვინაიდან არ მყავს სპონსორი, ვერ ამყავს პირადი მწვრთნელი
US OPEN. საკვალიფიკაციო: ეკატერინე გორგოძემ სასწაული თამაში შემოატრიალა [VIDEO]
457 დღე სექსის გარეშე - ულამაზესი ჩოგბურთელის, ეჟენი ბუშარის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ულამაზესი ეჟენი ბუშარი Sports Illustrated-ისთვის გაშიშვლდა [PHOTO]