US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილი სრული სვლით - მეორე წრეში ჯეკ სოკი დაამარცხა!

AutoSharing Option
30 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის მეორე შეხვედრაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერს, 25 წლის ამერიკელ ჯეკ სოკს სძლია 4:6, 6:3, 6:2, 7:6.

ეს შეხვედრა Louis Armstrong Stadium-ზე გაიმართა, რომელიც Us Open-ზე სიდიდით მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-13 კორტია და 14 000 მაყურებელს იტევს.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 93 ათასი დოლარი და 75 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

შემდეგ წრეში ბასილაშვილი არგენტინელ გვიდო პელას შეხვდება, რომელმაც იტალიელ პაულო ლორენცის სამ სეტში სძლია.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ნიკოლოზმა სლოვენიელ ალიაზ ბედენეს ანგარიშით 6:2,
4:6, 6:2, 2:6, 6:4 მოუგო.

altნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი ჯეკ სოკთან გამარჯვების შემდეგ

altნადალამდე ერთი ნაბიჯია - ვინ არის გუიდო პელა, რომელიც Us Open-ზე ბასილაშვილის შემდეგი მეტოქეა

altბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა Us Open-ზე და მაყურებლის ოვაციები [VIDEO]

altვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა

მკითხველის კომენტარები / 14 /
გაუმარჯოს ნიკოლოზს! გაუმარჯოს საქართველოს!
qomagi
30 აგვისტო 2018 15:58
0
გახარებული ვარ, გილოცავთ ყველას! წინ! ეს პელაა, თუ პელაგია, რამდენი წლისაა, რა მიღწევები აქვს, რა კუთხითაა ძლიერი? ვინც იცით არ დამზარდეთ და დაწერეთ; გმადლობთ
მერაბ გ.
30 აგვისტო 2018 11:41
0
13333 აბა პირველობა არ დატმო
gigo
30 აგვისტო 2018 11:26
0
ყველაზე დიდი რეკლამა ქვეყნისათვის,
რომელიც არ დაგვიმსახურებია.
მადლობა ოჯახს და ნიკოლოზს.
თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ
დიდი გამარჯვებები. უფალი გფარავდეთ
ყველა თქვენს კეთილ საქმიანობაში
ვეტერანი
30 აგვისტო 2018 10:34
0
ნიიიიიიკოოოოოოოოოოო
ცისმარის ბებია
30 აგვისტო 2018 10:18
0
Aman imedi fuli gamoimushava xeebi ar gadaitanos awi))))
Shuriani)
30 აგვისტო 2018 09:35
18
ნიკას წარმატებული თამაში არის, საქართველოს არარსებული ჩოგბურთის ფედერაციის შერცხვენა და თავზე ლაფის დასხმა. მარტო მაშინ რომ გამოდიან როცა ვინმე წარმატებას მიაღწევს, ფეხბურთის ფედერაციისა არ იყოს.
....
30 აგვისტო 2018 09:29
0
ყოჩაღ ნიკა!გილოცავ.ასე განაგრძე.
სოსო
30 აგვისტო 2018 09:18
0
აიყვანა კაცმა მწვრთნელი და გაიშვა! ტაქტიკურადაც გაცილებით გამართულია ვიდრე წინა წლებში. ძალიან მომატებული აქვს. წინა ტურნირზე პირველივე მარცხიც ტაქტიკის ნაწილი მგონია. გილოცავ და წინ უფრო დიდი გამარჯვებისკენ!
Irakli apkhaidze
30 აგვისტო 2018 09:15
1
მაგარია !!!! მინიმუმ ერთი წრე კიდევ და მერე ვნახოთ :) ისე კალაშნიკოვაც გავიდა შემდეგ წრეში .
Sonigi
30 აგვისტო 2018 08:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული