სხვა

ჩოგბურთი

ოკსანა კალაშნიკოვა Us Open-ის წყვილთა თანრიგში 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
31 აგვისტოს ქართველი ჩოგბურთელი ოკსანა კალაშნიკოვა იაპონელ ნაომი ჰიბინოსთან დუეტში Us Open-ის წყვილთა თანრიგში 1/8-ფინალში გავიდა.

ქართველისა და იაპონელის დუეტმა 1/16-ფინალში შვედ იოაჰანა ლარსონისა და ჰლანდიელი კიკი ბერტენსის დუეტი 2 სეტში ანგარიშით 7:6, 6:4 დაამარცხა.

კალაშნიკოვასა და ჰიბინოს მეტოქე მერვედფინალში სლოვენიელი დალილა იაკუპოვიჩისა და რუსი ირინა ხრომაჩევას დუეტი იქნება. შეხვედრა 2 სექტემბერს 19:00 გაიმართება.

altUs Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]