ნადალამდე ერთი ნაბიჯია - ვინ არის გუიდო პელა, რომელიც Us Open-ზე ბასილაშვილის შემდეგი მეტოქეა

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის 1/16-ფინალში საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი გუიდო პელა იქნება.

სამხრეთამერიკელი 28 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიცია უკავია. მან მაქსიმუმი 2016 წლის მარტში დააფიქსირა, როდესაც 39-ე საფეხურს უწია.

ის ATP-ტურნირების ფინალში კარიერაში სამჯერ გავიდა, თუმცა სამივე მათგანში მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ ეს სამივე ტურნირი გრუნტის საფარზე იყო და საერთოდაც, არგენტინელი განსაკუთრებით ძლიერი სწორედ ქვიშაზე თამაშის დროსაა.

მიმდინარე სეზონში მას მოგება/წაგების ბალანსი 21/18-ზე აქვს. გუიდოს წელს 588,418, ხოლო კარიერაში 2,542,432 დოლარი აქვს გამომუშავებული.

აღსანიშნავია, რომ ის
ბევრი ჩოგბურთელისთვის საოცნებო დევისის თასის მფლობელია.

მიუხედავად იმისა, რომ მას ფინალურ შეხვედრაში არ უთამაშია, პელას არგენტინის ნაკრებმა 2016 წელს, ზაგრებში, ხორვატიას მოუგო და დევისის თასი დაისაკუთრა.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ წარმატებაში უდიდესი წვლილი "ტანდილის კოშკად" წოდებულ ხუან მარტინ დელ პოტროს მიუძღვის, თუმცა ჩვენებურის მეტოქემაც წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზის მსგავსად, პელასაც აქვს შანსი, თავისი კარიერის მაქსიმუმი დააფიქსიროს და დიდი სლემის მე-4 წრეში გავიდეს.

გუიდომ ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. ის ცაციაა და მარცხენა ხელით თამაშობს. მამამისი კარლოსი ჩოგბურთის მწვრთნელია, დედამისი ჩარო უნივერსიტეტში ასწავლის, ხოლო და კატალინა ასევე ჩოგბურთელია.

როგორც თავად პელა ამბობს, მისი საყვარელი საფარი გრუნტია, თუმცა ჰარდზე თამაშიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თავის საუკეთესო დარტყმად კი ბექჰენდს თვლის.

არგენტინელის საყვარელი ტურნირი სწორედ ამერიკის ღია პირველობაა, იდეალი ჩოგბურთელი კი როჯერ ფედერერია.

ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანია, ხოლო უეინ რუნი - საყვარელი ფეხბურთელი. მისი საწვრთნელი ცენტრი კი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მდებარეობს.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზი და გუიდო კარიერაში აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

წყვილში გამარჯვებული 266,000 დოლარსა და 180 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

ბასილაშვილი-პელას შორის უკეთესი, დიდი ალბათობით, ლეგენდარულ ესპანელ რაფაელ ნადალზე გავა.

"გრუნტის მეფე" თავის შეხვედრას რუს კარენ ხაჩანოვთან ჩაატარებს და რა შანსები აქვს ხაჩანოვს შემდეგ ეტაპზე გასვლის, თავად განსაჯეთ.

რაც შეეხება ბასილაშვილის მორიგი მატჩის თარიღსა და დროს, ის ხვალ გახდება ცნობილი.

altUS OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილი სრული სვლით - მეორე წრეში ჯეკ სოკი დაამარცხა!

altბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა Us Open-ზე და მაყურებლის ოვაციები [VIDEO]

altნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი ჯეკ სოკთან გამარჯვების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბასილაშვილის მისალოც და წარმატების მოსურვე კომენტარებს უარყოფით შეფასებას ვინ აძლევს? დარწმუნებული ვარ მეცოცხე იქნება
ბორა
10:59 31-08-2018
1
გადაწყვეტილად არ ვამბობ, მაგრამ, რატომ უყურებენ ესე ალმაცერად ბასილაშვილს გაუგებარია. გასაგებაი რომ არა საჩოგბურთო ქვეყნიდანაა, თუ მოუგებს, ნადალთანაც არ იქნება უშანსოდ. ბასიალშვილი უმაღლესი კლასის ჩოგბურთელია და 35 რეიტინგში, რატომ გაოცდნენ ასე მისი გამარჯვებით? კაცი უმიზნებს 10_ეულს. ეს ტურნირი შეიძლება ვერ დადოს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
1234
23:21 30-08-2018
0

სიახლეები პოპულარული