საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში 28 წლის არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციაზე მყოფი გვიდო პელა დაამარცხა 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.

აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

შეგახსენებთ, პელასთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება.

ბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა Us Open-ზე და მაყურებლის ოვაციები [VIDEO]

გიოშა
http://hdtennis.ru/translations/translyacii-tennisa/
დათო
თამაშს და ბრძოლას , რაც ჰქვია ყველაზე აკდემიურად ითამაშა ბუსტასთან ჰამბურგში, ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა!!!!
v.v.v.
hahasport.com
babasili
ნიკოლოზ ბაბასილაშვილი, გილოცავ! მხდალი, აბდალი, რაფა ნადალი, ჩოგბურთელია ეგ წარმავალი, ვერას გახდება შენთან დამპალი, და გამოუსვი ყრონტში ნამგალი! აბა შენ იცი, ნიკოლოზ!
joko
პირველ რიგში ვულოცავ ნიკას, კარგი შედეგია მიუხედავად იმისა რომ პელა არ არის სუპერ მაღალი დონის. რაც შეეხება ათეულს იმსახურებს და ა.შ. მეგობრებო ვინც ჩოგბურთი იცით და თამაშებს ადევნებთ თვალს არ უნდა გიჭრდეთ გააზრება, ნიკა არ არის ამ ეტაპზე ათეულის ჩოგბურთელი. მის თამაშს თუ უყურეთ თუნდაც გუშინ არც თუ ისე ძლიერად ითამაშა. ბადესთან თამაში აქვს ძაან ცუდი, პირველი მოწოდების პროცენტი დაბალი და ა.შ. ამ კომპონენტების გაძლიერების გარეშე ათეულში ვერ მოხვდები.ასე რომ ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. ნადალთან შანსებს თავადაც კარგათ შეაფასებთ ვისაც ჩოგბურთი გესმით. მაგრამ მთავარია იბრძოლოს და გამოცდილება მიიღოს. მე დიდ პატივს ვცემ ნიკას და მისი წარმატებები მახარებს და თითქმის ყველა მის თამაშს ვადევნებ თვალს. რელობა ეს არის თუმცა ეს კარგი რეალობააა ხალხნო,31-ე ჩოგანი საქართველოდან საოცარი შედეგია.
frate
ნადალი თუ დაამარცხა მთელ საქართველოში ზეიმი იქნება. I LOVE NIKA
ზიზუ
მადლობა ნიკა ამ დიდი სიხარულისთვის რაც შენ გააკეთე, ფსიქოლოგიურად თუ არ გატყდა წინ კიდევ წავა, მომწონს შენი ამ ბოლო ტურნირებში მობილიზება შენ თავსაც ხომ ამჩნევ რომ შეგიძლია. ნადალი ის ნადალი აღარაა რაც ადრე იყო ეისი ვეღარ გაუკეთებია, თან ამ ხაჩანოვმა ძალიან დაღალა და არაფერი არაა გამორიცხული, ბევრი პირველი ნომერი მინახავს დაჩოქილი ამ ტურნირზეც ავიღოთ ჰალეპი სახლში გაუშვეს პირველი ნომერი იყო, მიდი ნიკა შეუძლებელი არაფერია
roma
პირველ რიგში მთელი სულით და გულით ვულოცავ ნიკას გამარჯვებას,ერთ რჩევას მოგცემ ჩემო ნიკა,ბადესთან თამაშის დროს ძალიან ყურადღებით იყავი,ასევე მოწოდების დროს მოინდომე და პირველი მოწოდება იქნებ წაგივიდეს,სხვა მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვს,ამ შენიშვნებს თუ გამოასწორებ გეუბნები ნადალს დაამარცხებ,თანაც ნადალმა უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა,მატჩის შემდეგ ძლივს სუნთქავდა,არაქათი გაცლილი ჰქონდა,არა მგონია ამან მას დაღი არ დაასვას,ერთიც გუშინ მას ყველაფერში უმართლებდა,მართალია გამოთქმა ძლიერს უმართლებსო,მაგრამ ასედაც არ შეიძლება,ბოლოს ერთს კიდევ გეტყვი, იცოდე ასე დავწერე შტუტგარდის ფინალის წინ და შენ მაშინ გაიმარჯვე,მთელი საქართველო გიყურებს იცოდე და კიდევ ერთხელ მიანიჭე შენს ხალხს დიდი სიხარული,ამას ქართველები იმსახურებენ,ღმერთი შენსკენ. ასევე მინდა თბილად გამოვეხმაურო ოქსანა კალაშნიკოვას წარმატებას,ყოჩაღ ოქსანა,შენი წარმატებები ისევე გვიხარია,როგორც ნიკასი,ნიკასთან შედარებით თქვენი მოწინააღმდეგე არ არის მაღალი დონის,ეჭვი არ მეპარება,რომ შემდეგ ეტაპზე გიხილავთ,გჯეროდეს,რომ თქვენს მატჩს ასევე დიდი გულისყურით მივადევნებთ თვალს,გისურვებთ წარმატებებს და გაგვახერეთ,უფალი გფარავდეს.
60% მეოთხედფინალში ვართ
სრულიად ობიექტურად რომ მივუდგეთ,ნიკოლოზს უფრო მეტი შანსი აქვს მოგების ვიდრე ნადალს(დღევანდელ ნადალს).
სოსოს
ზოგადად ამ ტურნირს ევრო სპორტი აშუქებს მაგრამ ვინაიდან გუშინ ფავორიტების თამაში იყო ნიკას თამაში ვეღარ გაუშვეს პირდაპირში. მარა კონკრეტულად ნიკას შეხვედრას მაინც ვუყურე კრისტალ ბეთის ლაივ სთრიმზე თუ კრისტალ ბეთი გაქვს შეხვალ ჩვეულებრივად ჩოგბურთის ლაივში მოძებნი ნიკას თამაშს და ლაივში უყურებ.
roma
როდისმე ხომ უნდა დასრულდეს ნადალის ერა? მოდი ნიკოლოზ დასასრულისკენ შენ წაიყვანე და დაამარცხე, გენაცვალეეეეეეეეეეე
დათო
ATP 32 ამ ეტაპზე!!!!
გულშემატკივარი
ყოჩაღ ნიკა. ნადალს რაც შეეხება, უმძიმესი ბრძოლა ქონდა ხაჩანოვთან, დაღლილია ეგეც და თუ ნიკა ფსიქოლოგიურად მაგრად დადგა არაფერს გამოვრიცხავ. მიდი ნიკა, დაწერე ისტორია, შენ ეს შეგიძლია.
b-52
ნიკომ თუ წაიკითხა ეს კომენტარი ნადალი ვეღარ გადაურჩება :)))))
b-52
უმაგრესი კაცი და სპორტსმენი ხარ ნიკოლოზ, უზომოდ ვამაყობ შენით და ლეგენდობამდე ნაბიჯი გიკლია და აბა შენ იცი ძმაო!
გიორგი ჯანიკაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ მისი ადგილი ათეულშია.მინდა მას მერვედფინალში გასვლა მივულოცო და დიდი წარმატებები ვუსურვო.ნიკა,სწორი ტაქტიკითა და სრული მობილიზებით შენ ნადალსაც დაამარცხებ,ჯოკოვიჩსაც და ფედერერსაც.ბევრჯერ მნახავს ისინი დამარცხებული;დაამარცხებ შენც.იმავე ხაჩანოვმა რაფას თითქმის ყველა სუსტი მხარე და შეცდომა გამოიყენა სრულად.ასე,რომ წინ-შენი კანონიერი ადგილისკენ ნიკა.განცდილი სიხარულისთვის კი დიდი მადლობა!
გიორგი ჯანიკაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ მისი ადგილი ათეულშია.მინდა მას მერვედფინალში გასვლა მივულოცო და დიდი წარმატებები ვუსურვო.ნიკა,სწორი ტაქტიკითა და სრული მობილიზებით შენ ნადალსაც დაამარცხებ,ჯოკოვიჩსაც და ფედერერსაც.ბევრჯერ მნახავს ისინი დამარცხებული;დაამარცხებ შენც.იმავე ხაჩანოვმა რაფას თითქმის ყველა სუსტი მხარე და შეცდომა გამოიყენა სრულად.ასე,რომ წინ-შენი კანონიერი ადგილისკენ ნიკა.განცდილი სიხარულისთვის კი დიდი მადლობა!
სანდრო
კაცს ფეისფუქ გვერდი გააუქმებინეს იმის გამო რომ ბილეთს გვიფუჭებო, მერე ჰამბურგი რომ მოიგო გაუვარდაო, შემდეგ დაისვენა და რაღად უნდა ამხელა ფული მოიგო ეხლა მიწვებაო, შემდეგ ამ ტურნირზე პირველ წრეს რომ გაცდა თავზე გადაახევენ ჩოგანსო მეტს ვეღარ იზამსო .. ჩემი აზრით წლის საუკეთესო სპორცმენობას იმსახურებს ეს ადამიანი
მერაბ გ.
უნდა დაწეროთ "დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გასულა დიდი სლემის მერვედფინალში" თუ ზოგადად - მეტრეველმა უიმბლდონიდ ფინალი ითამაშა
TBILISI
u.s. open-ის მერვედფინალი,თანაც ნადალთან.. როგორც იტყვიან შენი აღარაფერი მიდის ნიკოლოზ. წააგებ არავინ განგსჯის,მოიგებ და გააგიჟებ გულშემატკივარს,ასე რომ წინ სრული სვლით.
მანჩო
ყოჩაღ ნიკოლოზ! გილოცავთ! საქართველოს საამაყო შვილი ხარ!
შენ გენაცვალე!!!
Roger
კალაშნიკოვაზე რატომ არ წერთ არაფერს? მერვედ ფინალშია წყვილებში US Open-ზე.
Geo
ბრავო!!!
Emigranti
Gilocav basil carmatebebi nadaltan
Dv
Midi niko kargad galese chogani nadaltan)
დათო
ნადალმა მოიგო ოთხ სეტში!!!! დახოცეს ერთმანეთი!!! ძალიან მაგარი ბრძოლ იყო!!! შეიძლება იყოს საუკეთესო მატჩი ტურნირზე!!!!4:30 სთ-ზე მეტ ხანს გაგრძელდა!!! ბოლოს ნადალი , როგირც მაყურებელს, ასევე ხაჩანოვს უკრავდა ტაშს!!! ერთი პლუი ჩვენთვის ნადალის გადაღლაა!!! უმაგრეი ჩოგბურთი იყო!!!
ემირი
ეს ბიჭი იქ ყველას გად...ნავს
სოსო
ყოჩაღ ნიკა,მაგარი ბიჭი ხარ.ასე განაგრძე. სად უყურებთ ხალხო,იქნებ მეც მითხრათ ,მილანი რომას თამაშს ვუსმენდი და ტოტალიზატორში, ლაივ ანგარიშს ვუყურებდი.ღია არხებზე,სადაც ხელი მიმიწვდება,ყველგან ქალთა შეხვედრები გადიოდა,შემდეგ უკვე ნადალი ხაჩანოვი.ნიკას შეხვედრა კი ვერსად მოვახელე.
qomagi
ნიკოლოზს: "შენი ჭირიმე, შენია, კორტს ბურთი არ შერჩენია, შეგერგოს შენი მარჯვენა, კაცი ხარ ნაღდიც, მარჯვეცა"
დათო
გენაცვალეთ ქართველებო იმ ჯიგრისთვის, რასაც მე ამ კომენტარებში ვხედავ!!!! კიდევ ერთხელ გილოცავთ ნიკას ამ გამარჯვებას!!!
Biannkoneri
გილოცავ ნიკოლოზ! თავიდან ვიფიქრე პირველ სამ სეტში მოუგებსთქო მაგრამ გაგიჟდა, არც დაიღალა და ტოპკას ტოპკაზე ხსნიდა ეგ გვიდო ეგა )) იქით ხაჩანოვი და ნადალი ბრდღვნიან ერთმანეთს. ისე მგონია რომ ნადალს ხაჩანოვთან შეხვედრა ჯობია. თუკი მოუგებს და გავა საკმაოდ დაღლილი იქნება. თან რევანში გაქ ასაღები. მშვენიერ ფორმაშიხარ და რატომაცრა? მოუთმენლად ველით შემდეგ თამაშს! პ.ს ისე "US Open"_მა ერთი ვიდეო რომ მოგიძღვნას არიქნება ურიგო. თუნდაც მიმოხილვა. ახვრები ეგენი )) მოკლედ აბა შენიცი!
ბრავო
საამაყო ქართველი ❤
ATP 25 ?
გილოცავ ნიკოლოზ , უფრო დიდი წარმატება გვეზეიმოს შენთან ერთად . სიტყვებს თავს ვერ უყრი ისე დავიცალე ემოციისგან . თამაშს არ გავარჩევ , შენ ჩემზე კარგად იცი რა შეცდომებიც იყო . ერთადერთი რაც მინდა ვთქვა , არის ის რომ ბევრად მეტი შეგიძლია , დაიჯერე , საკუთარ თავს უმეორე . გაარჩევ სტაფთან ერთად მთელ ტურნირს და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დარწმუნდები ამაში , რადგან პელამ ორი სეტის შემდეგ შესაძლებლობის ზღვარზე ითამაშა , თუ რამე ჰქონდა შეიარაღებაში ყველაფერი დახარჯა , მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა , თან იმის ფონზე , რომ შეცდომებს უმატე . ვიჯექი ჩემთვის და ცოტა გაოგნებული , ვერ ვიჯერებდი იმას , რომ ქართველი დიდი სლემის ტუნირზე თამაშის პულსს კარნახობდა მოწინააღმდეგეს . საამაყო კაცი ხარ დ ალბად შეიძლება ვერ აწონო , რამხელა ენერგიით ავსებ თითოეულ ქართველს . ნადალიიი ??? მე მჯერააა !!!
გიორგი
აუ ხაჩანოვი უგებს ნადალს. იმედია საბოლოოდ დამარცხდება თორე მერე მთელი სახაჩანოვეთის ტრაბახს რა გაუძლებს...
ცისმარის ბებია
ნიიიიიიკოოოოოოოო
დათო
ვაშაააა!!! გილოცავთ ყველას!!! თითქმის მაქსიმუმი შესრულებულია!!! მადლობა ნიკა შენ ჩვენი გახარებისთვის!!! ოღონდ ნერვიულობის გარეშე არა ხომ?!!!! დავიხოცეთ ხალხი)))!!!
პაატა
ვულოცავ ნიკას და რეიტინგშიც საგრძნობლად წაიწევს წინ.
ave
ბრავო ბასილ ბრავო, გაიხარე და სულ წარმატებები.
დდდ
გილოცავ ნიკოლოზ და მადლობა ჩვენი გახარებისათვის.მაგარ ფორმაში ხარ და მიდი დადე ერთი მაგარი სენსაცია და მოახდინე სასწაული.მთელი საქართველო შენი თამაშების მოლოდინშია.აბა შენიცი უფალი გფარავდეს!!! წარმატებებიიიი
ირაკლიუსი
პელე ხარ ნიკოოოოოოო :))))))
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 32 წუთი - "ტორონტო" "მინესოტასთან" 2 ქულით დამარცხდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
დუეს ტატუს ფოტო ვირუსულად გავრცელდა - რა აწერია პსჟ-ის მოთამაშეს ფეხზე, რაზეც ბევრი საუბრობს
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
ბასილაშვილის პირველი გამარჯვება 2026 წელს - ნიკოლოზი ქიმპერის ჩელენჯერის 1/8 ფინალში გავიდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ