ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალში კეი ნიშიკორისთან დამარცხდა

AutoSharing Option
21 სექტემბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილი (31) მეცის საერთაშორისო ტურნირის 1/4 ფინალში პირველ ნომრად განთესილ იაპონელ კეი ნიშიკორისთან (12) დამარცხდა 3:6, 6:4, 4:6 და ტურნირს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა პირველ წრეში ფრანგი კენი დე შეპერი (186) დაამარცხა 6:2, 7:6, ხოლო მეორე წრეში ფრანგი უგო უმბერი (108) 6:7, 7:6, 6:3.

ნიკოლოზმა შარშან ნხევარფინალში გასვლით გამომუშავებული 90 სარეიტინგო ქულის დაცვა ვერ მოახერხა და რეიტინგში 34-ე პოზიციაზე დაქვეითდა.

altნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მერვედფინალში უგო უმბერს სძლია

მკითხველის კომენტარები / 8 /
არა უშავს, დაისვენებს და ისევ მაღალ დონეზე გააგრძEლებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი სეზონისთვის კარგი მოსამზადებელი პერიოდის დაგეგმვა.
Goga
23:02 21-09-2018
2
ნიკამ ვერ გამოიყენა ძალიან დიდი შანსი,გადამწყვეტ სეტში იგებდა 3;1,მაგრამ წააგო 4:6,ე.ი ხუთი გეიმი წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო,არასერიოზული შედეგია,საქმეს ზერელედ მოეკიდა და რაც მთავარია არასტაბილურია,საქმის ასეთი მიდგომით სასურველ შედეგს ვერ დადებ,ძალიან კარგი საყურებელი ორთაბრძოლა იყო,მერწმუნეთ ნიკა სჯობდა ნიშიკორის და უნდა მოეგო ეს დაპირისპირება,მაგრამ არასტაბილურმა და არასერიოზულმა მიდგომამ გამოიწვია ჩვენთვის მიუღებელი შედეგი,ასე არ შეიძლება ჩემო ნიკა,თუ გადიხარ საასპარეზოდ მთელი სული და გული უნდა ჩადო საქმეში,თუ არადა ან ჩვენ რას გვიშლი ნევრებს ან შენს თავსაც რას ერჩი,ღმერთი შენსკენ.
roma
12:58 22-09-2018
4

სიახლეები პოპულარული