ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 ოქტომბერს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (34) ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა.

ბასილაშვილი მეოთხედფინალში მალეკ ჯაზირის (61) შეხვდა და ორ სეტში ანგარიშით 6:2, 6:2 დაამარცხა.

ამ მოგებით ნიკოლოზმა 135 სარეიტინგო ქულა და 164 680 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ბრიტანელ კაილი ედმუნდს შეხვდება, რომელიც რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს. შეხვედრა 6 ოქტომბერს, ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ღმერთმა გაგაძლიეროს! ძალიან მაგარი კაცი ხარ! ველოდები როდის აღმართავ ჩინეთის ღია პირველობის თასს!
aburjga
17:48 05-10-2018
0
დაგებედა ნიკოლოზ 500 ტურნირები . არ მინდა მოვლენებს გავუსწრო , თუმცა ყველა ქართველის ძალიან დიდი სურვილია , რომ ტოკიოდან მიუკაკუნო კარებზე 20-ულს . პირადად ჩემთვის შენი თავგადასავალი , სიცოცხლის ელექსირია და ყოველი შენი მოგებული თამაშის შემდეგ ამაყი ვხდები . ბევრს აღარ დავწერ , მატიანე თავისას იტყვის შენს კარიერაზე , ღირსეულო ადამიანო . შენ უკვე დაიკავე შენი ადგილი , ყველა ქართველის გულში .
ATP 20 ?
17:47 05-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული