ბასილაშვილი VS დელ პოტრო - დღეს დიდი ფინალია!

AutoSharing Option
დღეს, 7 ოქტომბერს 15:30 საათზე, ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი და არგენტინელი ხუან დელ პოტრო დაუპირისპირდებიან.

30 წლის არგენტინელი მე-4 ნომერია, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი 26 წლისაა და ამ ეტაპზე 34-ე ნომერია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ჩოგბურთელი აუცილებლად შევა ოცდაათეულში, რა შედეგიდაც არ უნდა დამთავრდეს ეს შეხვედრა.

ეს ორი სპორტსმენი მხოლოდ ერთხელ არიან შეხვედრილები, ისინი წინა სეზონში შანხაის მასტერსზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და არგენტინელს სამი სეტი დასჭირდა ქართველის დასამარცხებლად - (2:6, 6:3, 4:6).

დელ პოტრო ფინალს დასვენებული ხვდება, რადგან
მას ნახევარფინალში ასპარეზობა არ მოუწია, მისმა მოწინააღმდეგე ფაბიო ფონინმა შეხვედრის ჩატარება ვერ შეძლო და არგენტინელი ფინალში პირდაპირ გავიდა.

" რა თქმა უნდა მე მინდოდა ფაბიოს შევხვედროდ და დამწუხრებული ვარ იმ ფაქტით, რომ მან ასპარეზობა ვერ შეძლო. ჩვენ მეგობრები ვართ და მას საუკეთესოს ვუსურვებ. მიუხედად ყველაფრისა ვერ ვიტყოდი, რომ 100%-ით მზად ვარ. შევეცდები ფინალში ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები გამოვავლინო. " - განაცხადა დელ პოტრომ

დელ პოტროს მიმდინარე სეზონში შანსი აქვს პირველ ნომრად გადაინაცვლოს, იმ შემთხვევაში თუ დარჩენილ ტურნირებში მაქსიმალურ ქულებს მოიპოვებს. მან მიმდინარე სეზონში 42 შეხვედრა გამართა, 35 მოიგო და 7-ში დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კაილ ედმუნდის დამარცხებით, მეოთხეჯერ გავიდა ATP ტურნირის ფინალში. ქართველს 2016 წელს პაულო ლორენცისთან აქვს კიტზბუჰელის ფინალი წაგებული, 2017-ში კი რაიან ჰარისონთან მემფისის პირველობის ფინალში დამარცხდა.

ჩვენებურისთვის ეს წელი წარმატებულია, რადგან მან მის კარიერაში პირველად შეძლო მსგავსი ტურნირის მოგება. ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობა მოიგო და მიმდინარე სეზონში მის კარიერულ რეკორდებს ამყარებს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარია.

იმის მიუხედავად, რომ ხუან დელ პოტრო უპირობო ფავორიტია, ნიკოლოზ ბასილაშვილისგან განსაკუთრებულ თამაშს ველოდებით და დასამახსოვრებელ მომენტებს. რაც მთავარია ჩოგბურთში უძლეველი სპორტსმენები არ არსებობენ და რატომ არ სძალუძს ამის გაკეთება ნიკოლოზ ბასილაშვილს?

altმესამე და სამართალი - ედმუნდი დამარცხებულია, ბასილაშვილი ფინალშია!

მკითხველის კომენტარები / 18 /
მოიგოოოოოოოოოოოო!!!!
გიორგი
17:35 07-10-2018
0
მოვიგეეეეთთთთ!!!.....გილოცავთ ყველას!!.....ბრავო ნიკაააააააააააააა!!!!!!!!!!
ARIS!!
17:28 07-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული