სენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მე-4 ნომერ ხუან დელ პოტროს დაუპირისპირდა, ორ სეტში 6:4;6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა და მიზანსაც მიაღწია. ფინალი 1:41 წუთი გაგრძელდა.

ნიკამ ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 11 პოზიციით წაიწევს რეიტინგში და 23-ე ჩოგანი გახდება.

ნიკოლოზმა ფინალამდე ჯეკ სოკს, ფერნანდო ვერდასკოს, მალეკ ჯაზირს და
კაილ ედმუნდს სძლია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.

altბასილაშვილი VS დელ პოტრო - დღეს დიდი ფინალია!




მკითხველის კომენტარები / 68 /
ვულოცავ ნიკოლოზს და სრულიად საქართველოს! როგორ გვჭირდება ასეთი სიხარულები!
ლეო
07 ოქტომბერი 2018 18:25
1
საღOოლ ნიკააა ძაან მაგრად ითამაშა, მადლობა ამ სიხარულისთვის
.
07 ოქტომბერი 2018 17:43
1
საამაყო კაცი ხარ ჩემო ძმაო!
b-52
07 ოქტომბერი 2018 18:16
1
ვულოცავ ნიკას ძალიან მაგარია.დამსახირებულად მოიგო და თან რაც მთავარია ბრეიკიც ვერ გაუკეთა დელ პოტრომ.ნიკას დამსახურებით რა თქმა უნდა.მაგრად ითამაშა.კიდე ერთხელ ვულიცავ ყველას.მიდი ნიკოლოზ!!!მალე პირველი ჩოგნობა!!!
რობი
07 ოქტომბერი 2018 18:05
1
შენ გენაცვალე ნიკოლოზ!!! შენ გაიხარე ისე, როგორც გაგვახერე დღეს!!! მუდამ გამარჯვებული გამყოფოს უფალმა საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!! მადლობა!!!
შალვა 73
07 ოქტომბერი 2018 17:57
2
ნიკამ უდიდესი საქმე გააკეთა ამ გამარჯვებით რომელსაც მომავალში უფრო დიდი ფასი დაედება.
qutaiseli
07 ოქტომბერი 2018 17:56
1
იცით რა იქნება მაგ საქციელის გონივრული და ღირსეული პასუხი ? მე ჩამოვყევი და ყველას კომენტარი ლაიკით შევაფასე , ყოველთვის მასე ვაკეთებ , თუმცა ვაღიარებ ზოგირთი შეიძლება აქამდე გამომრჩენია , დღეიდან არცეეთს აღარ გამოვტოვებ , იგივეს გთხოვთ თქვენს და ვაჩვენოთ ამ 30 ვეეცხლის მოყვარულს რამდენი ვართ .
ATP 15?
07 ოქტომბერი 2018 20:25
2
მადლობა ყურადღებისთვის!!! ამჟამად არ ვარ კლინიკაში!!! დეკემბერში მიწევს წასვლა!!! სასიამოვნოა ასეთი ყურადღება და თანადგომა თქვენი მხრიდან!!! მადლობა დიდი!!!
დათო
07 ოქტომბერი 2018 23:21
0
არაფრის მეგობარო . იმდენად მცირდება ქართველების რაოდენობა , ჩვენდა სამწუხაროდ , აღარ გვაქვს ეეთმანეთის ჭამის და კორტვნის დრო . ერთმანეთს თუ არ გავუფრთხილდით , არ გავანხნევეთ და არ დავეხმარეთ , ერეკლეს დრო სანატრელი გაგიხდება . ღმერთი შეგეწიოს გამოჯანმრთელების გზაზე .
ATP 15 ?
08 ოქტომბერი 2018 01:46
0
ნიიიიიკოოოოოოოოო. რა ამბავია ნიკოოოო?
ცისმარის ბებია
07 ოქტომბერი 2018 17:37
1
ნამდვილი გმირი ხარ ნიკოლოზ.
ზურ
07 ოქტომბერი 2018 18:15
1
ჩინეთის ჩემპიონი ქართველია! მადლობა უფალს, მადლობა ნიკოლოზს! მინდა დავიჯერო ქართველის ეს გამარჯვება შორეულ ჩინეთში გახდება ჩვენი საყვარელი სამშობლოს აღმავლობის დასაწყისი!
aburjga
07 ოქტომბერი 2018 18:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული