სენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მე-4 ნომერ ხუან დელ პოტროს დაუპირისპირდა, ორ სეტში 6:4;6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა და მიზანსაც მიაღწია. ფინალი 1:41 წუთი გაგრძელდა.

ნიკამ ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 11 პოზიციით წაიწევს რეიტინგში და 23-ე ჩოგანი გახდება.

ნიკოლოზმა ფინალამდე ჯეკ სოკს, ფერნანდო ვერდასკოს, მალეკ ჯაზირს და
კაილ ედმუნდს სძლია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.

altბასილაშვილი VS დელ პოტრო - დღეს დიდი ფინალია!




მკითხველის კომენტარები / 68 /
მეგობრებო , ქართველებოო , ჩემო ძმებო , ის რაც დღეს ნიკამ გააკეთა ეს მარტო მისი გამარჯვება კი არა , ეს მთელი საქართველოს გამარჯვებაა , ქვეყნისა , რომელსაც წაგებულისა და დამარცხებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბა " კეთილი მეზობლების " თავგამოდებულმა მცდელობამ . ეს ნიშნავს იმას , რომ ყველა ჩვენთაგანი თუ ნიკასავით და მამამისივით თავდადებით , მოთმინებით და მიზანმიმართულად ვიშრომებთ ჩვენ-ჩვენს საქმეში , დამიჯერეთ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა გვექნება . ვკითხულობ კომენტარებს და ზუსტად ეს იგრძნობა ყველა ჩვენთაგანს წერილში , ღირსება , თავმოყვარეობა და ის ტკივილი , რაც წაგებასთან ასოცირდება , რადგან ყველა ჩვნთაგანის იმედი ქვეყნის გამთლიანებაა და ბედნიერებაა . ეს არის ჩვენში მიძინებული ნაპერწკალი , რომელიც მოვა დრო დ გაღვივდება და დიდი კოცონიც აგიზგიზდება ყველა ჩვენთაგანში . ნიკოლოზი ჩემი დღევანდლობის გმირია . ღმერთი ფარავდეს ნიკას და საქართველოს .
ATP 15 ?
19:45 07-10-2018
0
ამიერიდან ნიკას ტოპ ხუთეულში მოხვედრაზე შეუძლია ფიქრი.მან ხომ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი დელ პოტრო დაამარცხა და თანაც როგორ ორ სეტში ტაი-ბრეიკის გარეშე.თავი სიზმარში მგონია,წარმოუდგენელი რამ მოხდა.ვულოცავ ნიკას ამ დიდ წარმატებას.სულ ასე გაგეხარებიოს საქართველო.მომავალში უიმბლდონი მოგეგოს! რატომაც არა?
გიოშა
18:58 07-10-2018
5

სიახლეები პოპულარული