ბასილაშვილის მწვრთნელი: ნიკოლოზმა აჩვენა, რომ იმ მატჩების მოგებაც შეუძლია, სადაც საქმე კარგად არ მისდის

AutoSharing Option
გერმანული გამოცემა Tennis.net ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელ იან დე ვიტს ესაუბრა.

ქართველმა ჩოგბურთელმა წელს დიდ პროგრესს მიაღწია, ორი დიდი ტურნირი მოიგო და მსოფლიო რეიტინგშიც საგრძნობლად დაწინაურდა, ამაში კი გერმანელ მწვრთნელსაც დიდი წვლილი აქვს.

გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც საუბარი ნიკოლოზ ბასილაშვილს ეხება.

- თქვენი და ნიკოლოზ ბასილაშვილის კოლაბორაცია ჰამბურგში სენსაციური გამარჯვებით დაიწყო...
- არ გეთანხმებით, რადგან კარგად არ დაგვიწყია. პირველი 12 მატჩიდან, რომლისთვისაც ერთად მოვემზადეთ, 8-ში დავმარცხდით. ჩვენი მუშაობის შედეგი პირველივე დღიდან იხვეწებოდა, სწრაფი პროგრესი გვქონდა, მაგრამ სანამ ეს შედეგში გამოიხატებოდა,
6-დან 8 კვირამდე დაგვჭირდა.

- ე.ი ამისთვის დიდი ხანი დაგჭირდათ...
- ეს ჩოგბურთში დიდი დრო არ არის, სხვა სპორტისგან განსხვავებით. ჰამბურგში 9 დღეში 7 შეხვედრა ჩავატარეთ, საიდანაც ხუთში შეიძლება დავმარცხებულიყავით. ამას თან ახლდა ბევრი ემოცია, საბრძოლო სულისკვეთება, მაგრამ ნიკოლოზმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ისეთი მატჩების მოგებაც, სადაც საქმე კარგად არ მისდის და პროგრესიც ამის შემდეგ მოვიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმდინარე წელს ორი დიდი ტურნირი მოიგო, სეზონის ბოლომდე კი პარიზის და ვენის ტურნირებზე იასპარეზებს.

დღეის მონაცემებით, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 24-ე ჩოგანია.

alt"სეზონის ბოლო ორი ტურნირისთვის ვემზადები" - ვენის ტურნირზე ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ცნობილია [VIDEO]

altFirstpost: ნიკოლოზ ბასილაშვილი შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს

altსენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

მომზადებულია tennis.net-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული