ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე კევინ ანდერსონთან დამარცხდა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-ქულიან ტურნირზე მსოფლიოს მერვე ჩოგანთან, 32 წლის სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან სამ სეტში ანგარიშით 6:4, 6:7, 3:6 დამარცხდა.

შეხვედრა 2 საათი და 14 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილი ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა.

ის შარშან ამ ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა და ამიტომ სარეიტინგო ქულები არ დააკლდება.

ანდერსონი მეორე წრეში მილოშ რაონიჩსა და იურგენ მელცერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილი სეზონის ბოლოს პარიზის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ორ სეტში უნდა მოეგო და სამ სეტში დამარცხდა!!! ნიკამ პირველი სეტი ძალიამ მაღალ დონეზე ჩაატარა, მეორეც თანაბარ ბრძოლაში!!! მაგრამ ტაიბრეიკის წაგების შემდეგ ინიციატივა დათმო!!! ისე წილისყრამ არ გაუმართლა, პირველივე შეხვედრაში მეორე ნომრად განთესილ ანდერსონს შეხვდა!!!! ეისს ეისზე აწვდიდა, თამაშით ნიკა სჯობდა , მაგრამ ცხოველურმა ძალამ გაიმარჯვა!!! დაველოდოთ პარიზს და წარმატება ვუსურვოთ ნიკას!!!
დათო
22 ოქტომბერი 2018 23:55
1
ხალხო ნუ აქებთ ნიკას და ნუ უწევთ დათვურ სამსახურს,ვთქვათ სიმართლე,რომ შემდეგში გამოსწორდეს საქმე,პირველი სეტი მაღალ დონეზე ჩაატარა,ყოჩაღ,მეორე სეტიც კარგად მიჰყავდა,მაგრამ ბოლოსკენ არასერიოზულად მიუდგა საქმეს და თითქმის მოგებული სეტი დათმო,მესამე სეტი კი მეორე სეტში დაშვებული შეცდომების გამო დათმო,ჩემო ნიკა შენ შეგიძლია უკეთესად თამაში,ცოტა პროფესიულად მიუდექი საქმეს და ყველაფერი გამოგივა,ანდერსონი არაა ის ძალა,ვისთანაც შენ უნდა წააგო,ბოლომდე დაიხარჯე და შედეგიც არ დააყოვნებს.
roma
23 ოქტომბერი 2018 01:24
5
საქებარია და ვაქებთ. 10-ეულის ჩოგბურთელებს ტოლად ეთამაშება უკვე. რაც მთავარია პროგრესირებს. "პროფესიულად" რომ არ უდგებოდეს, 23-ე არ იქნებოდა და აქ დაწერდა კომენტარებს.
romas
23 ოქტომბერი 2018 09:46
0
თქვნ თვლით, რომ ანდერსონი არ არის ძალა???!!! მეშვიდე ჩოგანია და შემთხვევით არის ათეულში???!!! 25 ეისი გააკეთა გუშინ ნიკასთან, ეს რას ნიშნავს ხვდებით???!!! თქვენც ზუსტად იგივეს წერთ, რასაც სხვები!!!! არავინ დათვურ სამსახურს არ უწევს ნიკას!!! და კიდევ ერთი, ნიკას პროფეიონალიზმში ეჭვს ნუ შეიტანთ!!!
დათო
23 ოქტომბერი 2018 10:14
0
მშვენივრად ეთამაშა,შეეძლო მოგებაც.მიდი ნიკა უკვე გაზრდილი ხარ!
თამაზი
23 ოქტომბერი 2018 00:02
1
პარიზის მასტერსი რომ დაიწყო და ნიკამ მილმანი, რომ გაიარა, გაიგეთ ???!!! რატომ არ წერთ არაფერს???!!!
დათო
29 ოქტომბერი 2018 15:59
0
ნიკა ყველაზე მეტად შეცდომებს უშვებს თავის ჩაწოდებულ ბურთებზე. ძალიან ბევრ ბურთს აფუჭებს და საკმაოდ ბევრ ქულებს ჩუქნის მოწინააღმდეგეს. პირველყოვლისა მან უნდა ივარჯიშოს ჩაწოდებებზე. თან ასევე აქვს პირველი ჩაწოდებული ბურთების გაფუჭების დიდი სტატისტიკა. გუშინ მისმა მოწინააღმდეგ თუ არ ვცდები სულ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა ჩაწოდების დროს და ნიკამ ბევრი. მოკლედ მეტი მუშაობა ჩაწოდებებზე და აუცილებლად მოვა წარმატება ტოპ 10 ში. თან ნერვიულობს და გაბრაზებული ზოგჯერ ჩოგანს არტყამს საფარს და არ ჩანს ლამაზად პროფესიონალები თუნდაც გაბრაზდეს თავი უნდა შეიკავოს ეგეთი საქციელისგან. წარმატებები და წინსვლა ნიკას
vako
23 ოქტომბერი 2018 13:10
3
"ბურთების გაფუჭების დიდი სტატისტიკა"-იქნებ ახსნათ რას ნიშნავს და მერე მიაწოდოთ სასარგებლო რჩევები 100 ში მოთამაშე ტენისისტს.
თამაზი
23 ოქტომბერი 2018 14:38
0
ნიკუშ გადამწყვეტ მომენტში კი არ უნდა მოდუნდე, არამედ უნდა გაძლიერდე. უნდა აფეთქდე, სწორედ ეს დააკლდა შენს თამაშს.
tenis
23 ოქტომბერი 2018 12:50
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული