რევანშის შანსი - ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი წარმატებით დაიწყო

AutoSharing Option
29 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22) პარიზის მასტერსი წარმატებით დაიწყო.

ქართველი ჩოგბურთელი 1/32-ფინალში ავსტრალიელ ჯოლ მილმენს (35) შეხვდა და პირველი სეტი 6:4 მოუგო, ხოლო შემდეგ მეტოქემ ასპარეზობა ვერ გააგრძელა და ბასილაშვილს გამარჯვება ჩაეთვალა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 18 060 ევრო გამოიმუშავა.

ბასილაშვილი 1/16-ფინალში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდეროს შეხვდება, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 22 ოქტომბერს ბასილაშვილი ანდერსონთან ვენის ტურნირზე დამარცხდა და ახლა რევანშის შანსი ეძლევა.

შეხვედრა 31 ოქტომბერს, ჩვენი დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის საპრიზო ფონდი
4 273 775 მლნ ევროა.

altბასილაშვილის მწვრთნელი: ნიკოლოზმა აჩვენა, რომ იმ მატჩების მოგებაც შეუძლია, სადაც საქმე კარგად არ მისდის

მკითხველის კომენტარები / 3 /
ანდერსონი ეისების ხარჯზე იგებს, თორემ გათამაშებაში სუსტია, რაფამ და ჯოკომ აუღეს ალღო და ჩამოწოდების დროს შორს დგებიან, რომ ანდერსონის ძლიერი ჩამოწოდება მოიგერიონ..ნიკა შენც გაითვალისწინე მათი გამოცდილება და ადვილად მოუგებ მას.
წარმატებები ნიკა
ნიკა ბასილაშვილს
01:22 30-10-2018
0
Carmatebebi nokoloz. Dadet dges chveni 17 clamdelebis cageba kai 9.00 kushi aqvs estonets tu gindat fulis mogeba )))))
Emigranti
01:20 30-10-2018
4

სიახლეები პოპულარული