რევანშის შანსი - ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი წარმატებით დაიწყო

AutoSharing Option
29 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22) პარიზის მასტერსი წარმატებით დაიწყო.

ქართველი ჩოგბურთელი 1/32-ფინალში ავსტრალიელ ჯოლ მილმენს (35) შეხვდა და პირველი სეტი 6:4 მოუგო, ხოლო შემდეგ მეტოქემ ასპარეზობა ვერ გააგრძელა და ბასილაშვილს გამარჯვება ჩაეთვალა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 18 060 ევრო გამოიმუშავა.

ბასილაშვილი 1/16-ფინალში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდეროს შეხვდება, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 22 ოქტომბერს ბასილაშვილი ანდერსონთან ვენის ტურნირზე დამარცხდა და ახლა რევანშის შანსი ეძლევა.

შეხვედრა 31 ოქტომბერს, ჩვენი დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის საპრიზო ფონდი
4 273 775 მლნ ევროა.

altბასილაშვილის მწვრთნელი: ნიკოლოზმა აჩვენა, რომ იმ მატჩების მოგებაც შეუძლია, სადაც საქმე კარგად არ მისდის

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია, რომ მოიგო ნიკამ!!! მაგრამ ასეთი თამაშით ანდერსონის გავლა ძნელი იქნება!!! ანდერსონმა მოიგო ვენა, თითქმის უთამაშებლად!!! ვენის ტურნირზე მელტცერმა უარი განაცხადა მასთან შეხვედრის დაწყებამდე , ხოლო ჩორიჩმა პირველი სეტის შემდეგ!!! ანდერსონსთან თავიდანვე უნდა აიღო ინიციატივა ხელში, ნერვული ტიპია, და ეგრევე იშლება!!! აბა შენ იცი ნიკა, გაგვახარე!!! წარმატებები!!!
დათო
16:45 29-10-2018
0
ანდერსონი ეისების ხარჯზე იგებს, თორემ გათამაშებაში სუსტია, რაფამ და ჯოკომ აუღეს ალღო და ჩამოწოდების დროს შორს დგებიან, რომ ანდერსონის ძლიერი ჩამოწოდება მოიგერიონ..ნიკა შენც გაითვალისწინე მათი გამოცდილება და ადვილად მოუგებ მას.
წარმატებები ნიკა
ნიკა ბასილაშვილს
01:22 30-10-2018
0

სიახლეები პოპულარული