ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში ასპარეზობას იწყებს - ვინ არის მეწყვილე და მეტოქე?

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე უკვე წყვილთა თანრიგში იასპარეზებს.

ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგში რეიტინგში 203-ე ადგილზეა.

ვინ არის ქართველის მეწყვილე?
ჩვენებური ჰოლანდიელ ვესლი კულჰოფთან ერთად იასპარეზებს, რომელიც 29 წლის არის და წყვილთა თანრიგში ამ ეტაპზე 42-ეა რეიტინგში. რაც შეეხება ინდივიდუალურ მაჩვენებელს, მისი მაქსიმუმი 462-ე ადგილია. როგორც ხედავთ, ვესლი უფრო წყვილების შეჯიბრებაზეა გადართული.

ჰოლანდიელს წყვილთა თანრიგში აქამდე სამი ATP ტურნირი აქვს მოგებული, იმ ფონზე, როცა ბასილაშვილს - არცერთი. ქართულ-ჰოლანდიური წყვილი ტურნირს 1/16-ფინალიდან იწყებს.

ვინ არის
მეტოქე?

მათი მეტოქე საკმაოდ ძლიერი წყვილია, რომელთანაც დაპირისპირება რთული იქნება. 29 წლის ამერიკელ ჯონ ისნერს ჩოგბურთის თითოეული ქომაგი კარგად იცნობს. ის რეიტინგში მე-9 პოზიციას იკავებს, ხოლო რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, 68-ეა. წყვილებში ისნერს ხუთი ტიტული აქვს მოგებული.

ხოლო რაც შეეხება მეწყვილეს, მასთან ერთად 28 წლის ბრიტანელი ნეალ სკუპსი ასპარეზობს, რომელიც წყვილთა თანრიგში 34-ეა რეიტინგში, ხოლო ინდივიდუალურ თანრიგში 2010 წლის შემდეგ არ უასპარეზია და ბოლო მონაცემებით, 932-ე იყო. რაც შეეხება ტიტულებს, მას წყვილებში ორი ტიტული აქვს მოგებული.

მომავალი მეტოქეები
თუ ქართულ-ჰოლანდიური დუეტი შემდეგ ეტაპზე გავა, მათი მეტოქე კორტინენისა და პირსის წყვილი იქნება. ხოლო რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს, ქართველი ჩოგბურთელი 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე, რეიტინგის მეექვსე ნომერ კევინ ანდერსონს შეხვდება.

altრევანშის შანსი - ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი წარმატებით დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული