ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის ტურნირს წყვილთა თანრიგში გამოეთიშა

AutoSharing Option
დღეს, 30 ოქტომბერს, პარიზის მასტერსის მეთექვსმეტედფინალის წყვილთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიელ ვესლი კულჰოფთან ერთად ჯონ ისნერის და ნეალ სკუპსის წყვილთან ორ სეტში ანგარიშით 6:3, 6:2 დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგში 203-ეა, ხოლო მისი მეწყვილე - 42-ე. რაც შეეხება ისნერსა და ნეალ სკუპსს, პირველი მათგანი წყვილთა თანრიგში 68-ე, ხოლო ბრიტანელი სკუპსი 34-ე პოზიციას იკავებს.

ამ მარცხის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს წყვილთა თანრიგში გამოეთიშა. რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს, ქართველი ჩოგბურთელი 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე, რეიტინგის მეექვსე ნომერ კევინ ანდერსონს
შეხვდება, რომელთანაც ვენის ტურნირზე დამარცხდა.

altნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში ასპარეზობას იწყებს - ვინ არის მეწყვილე და მეტოქე?

altრევანშის შანსი - ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი წარმატებით დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული