31 დეკემბერს, დოჰაში, ATP-ის ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 21-ე ჩოგანია, ესპანელი ალბერტ რამოსი (65) 6:1, 1:6, 6:1 დაამარცხა.
მეორე ეტაპზე ბასილაშვილი რუსი ანდრეი რუბლიოვისა და იტალიელი ანდრეას სეპის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.
გასულ სეზონში დოჰას ტურნირს ბასილაშვილი მერვედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა და იმედია, ამჯერად უფრო წარმატებით იასპარეზებს.