3 იანვარს, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.
ბასილაშვილმა მრისხანე მეტოქეს ბრძოლა გაუმართა და მას ქართველის დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა - შეხვედრა 1 საათი და 59 წუთი გაგრძელდა.
ნიკოლოზმა ამ მატჩამდე ესპანელ ალბერტ რამოსს და რუს ანდრეი რუბლევს სძლია.
ტურნირის საპრიზო თანხა 1.3 მილიონი დოლარია, ბასილაშვილმა კი 36 ათასი გამოიმუშავა.
მან 145 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ტოპ-20 ჩოგბურთელში შევიდა. ეს მისი რეკორდია.
ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ესპანელ ბაუტისტა აგუტის შეხვდება.
მრავალი წარმატების მომტანი ყოფილიყოს შენთვის და ქართული სპორტისთვის 2019.
მალე ათეულშიც შევალთ