ჯოკოვიჩი: ბასილაშვილის კარგი თამაში ჩემთვის სიახლე არ იყო - მას ერთ ერთი საუკეთესო დარტყმა აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის დაძაბულ ბრძოლაში დამარცხების (4:6, 6:3, 6:4) შემდეგ მოკლე კომენტარი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გააკეთა.

"ბასილაშვილი თავიდანვე კარგად თამაშობდა. ეს ჩემთვის სიახლე არ იყო. 10 თვეა პროგრესირებს. ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა აქვს. წარმატებებს ვუსურვებ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნიკა ჯანმრთელად იყოს და მასთან ვეღარავინ გაისეირნებს.დარწმუნებული ვარ,უკვე ამ სეზონში,ტოპ ათეულის ნახევარს მაინც მოაკაკვინებს თითს და თვითონვე გახდება ტოპ ჩოგბურთელი.ამას ჰაერზე არ ვამბობ,ის ფაქტი,რომ თავისი ხარჯით აიყვანა მწვრთნელები,მეტყველებს მისი განზრახვების სერიოზულობაზე და მის მისაღწევად ნიკა თავს არ დაზოგავს.მისი შრომის შედეგები კი, მგონი ყველასათვის თვალსაჩინოა.
სოსო
11:32 04-01-2019
0
ნიკას შეუძლია ყველა გრანდს სწორად და ტოლად ეთამაშოს, ის პროგრესირებს და აუცილებლად შეძლებს წარმატების მიღწევას, უფრო მეტად უნდა იყოს თავის თავში დარწმუნებული, მე მჯერა რომ მას შეუძლია ჯოკოვიჩის და სხვა წამყვანი ჩოგბურთელების მოგებაც, ამისთვის ბევრი უნდა ივარჯიშოს, მიზანი მიღწევადია.
პაატა
10:46 04-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული