საქართველოსა და საბერძნეთის პირველი ნომრების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 2:57 საათი გაგრძელდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა 3:6 დათმო, თუმცა მეორე სეტში ამავე ანგარიშით მოიგო. ყველაზე დრამატული მესამე სეტი გამოდგა, რომელმაც საბოლოოდ შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. ჩვენებურმა ერთსაათიანი ბრძოლა 6(7):7(9) დათმო. მეოთხე სეტში კი უპირატესობა ხელთ ბერძენმა იგდო და 6:4 მოიგო.
ეს ამ სპორტსმენების პირველი შეხვედრა იყო და ბალანსში ბერძენი დაწინაურდა. სტეფანოს ციციპასის შემდეგი მეტოქე როჯერ ფედერერი იქნება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი კი, სამწუხაროდ, ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა.
მსოფლიო ჩოგბურთის ტალანტი - ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე?
მადლობა ყველაფრისთვის.
წარმატებები მომდევნო ტურნირებზე.
უნდა წააგო საკუთარი მოწოდება?