ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს კარიერაში ერთხელ შეხვდა - 2014 წელს ორტისეის ტურნირზე, სადაც ბასილაშვილმა მეტოქე ორ სეტში დაამარცხა.
დანიელ ბრენდსი 31 წლის გერმანელი ჩოგბურთელია. მისი მაქსიმუმი 51-ე ნომერი იყო, ისიც 2003 წელს და მას შემდეგ რეგრესს განიცდის. კარიერის განმავლობაში მას 2 124 017 დოლარი აქვს გამომუშავებული.
მსოფლიოს რეიტინგში 180-ე ადგილზე მყოფმა ბრანდსმა ძირითად ბადეში მოსახვედრად ადვილად დაამარცხა პოლონელი კამილ მაჰრჩაკი და უკრაინელი
ქართველი ჩოგბურთელი გამარჯვების შემთხვევაში 1/8-ფინალში მირზა ბასიკსა (99) და მარტინ კლიჟანს (38) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
რაც შეეხება ტურნირს, ის ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 10 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფიის პირველობა 250-ქულიანი კატეგორიისაა და საპრიზო ფონდი 586 140 ევროს შეადგენს.
ამავე ტურნირში ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს - მეტიუ ებდენთან ერთად ალექკანდრ დონსკისა და ალექსანდრ ლაზაროვის ბულგარულ დუეტს დაუპირისპირდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაქვეითდა, საუკეთესო კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია