როტერდამის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰეიონ ჩანგი 3 სეტში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ATP 500-ის ტურნირი წარმატებით დაიწყო.

მან 1/16-ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 სძლია.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და 2 საათი და 19 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტს ის 4:1-ს იგებდა და წააგო, შემდეგ კი თამაში შემოუტრიალა.

12 თებერვალს, მერვედფინალში ბასილაშვილი სლოვაკ მარტინ კლიჟანსა და უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზმა 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 26 165 ევრო გამოიმუშავა.

როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
NერვეBს ტუ გააკონტროლებს ყველას Mოუვე ს!!
Kutaiseli***
13 თებერვალი 2019 09:16
0
თავისუფლად შეუძლია ათეულში შესვლა, მაგრამ ოფოფები ყავს დამწყვდეული თავში. თუ გამოუშვებს გაქაჩავს. მარა არ უნდა, ასე აწყობს რა. ერთი სისტემაა ყველაფერში. არა პროფესიონალიზმი და სიზარმაცე. ქართველი კაცი არის ზარმაცი. მორჩა
ვასო
12 თებერვალი 2019 13:30
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული