როტერდამის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰეიონ ჩანგი 3 სეტში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ATP 500-ის ტურნირი წარმატებით დაიწყო.

მან 1/16-ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 სძლია.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და 2 საათი და 19 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტს ის 4:1-ს იგებდა და წააგო, შემდეგ კი თამაში შემოუტრიალა.

12 თებერვალს, მერვედფინალში ბასილაშვილი სლოვაკ მარტინ კლიჟანსა და უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზმა 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 26 165 ევრო გამოიმუშავა.

როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ნიკა ხვალ ხვდება ფუჩოვიჩს (უნგრეთი), რომელიც კარგ ფორმაშია და სოფიის ტურნირის ფინალში მედვედევთან წააგო!!! ბოლო პერიოდში ბევრი მატჩი ჩაატარა და წესით ცოტა დაღლილი უნდა იყოს!!! დღეს ტურნირს კიდევ ერთი ფავორიტი, ციციპასი გამოეთიშა!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
20:44 13-02-2019
0
NერვეBს ტუ გააკონტროლებს ყველას Mოუვე ს!!
Kutaiseli***
09:16 13-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული