დუბაიში 25 თებერვალს სტარტს ATP-ის 500-იანი ტურნირი იღებს, რომელშიც მსოფლიოს მე-20 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
პირველ წრეში ის რუსეთის წარმომდგენელ კარენ ხაჩანოვს (11) დაუპირისპირდება.
ისინი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, პირველ ორ მატჩში ბასილაშვილმა იმარჯვა, უკანასკნელ ორში კი - ხაჩანოვმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ ტურნირზე ბასილაშვილმა და ხაჩანოვმა წარუმატებლად იასპარეზეს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 2.73 მილიონი დოლარია.