ნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-12 ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი მარტივად დაამარცხა

AutoSharing Option
დუბაის ტურნირის 1/16-ფინალურ მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.

22 წლის რუსი სპორტსმენი მსოფლიოს მე-12 ჩოგანია და კარიერის განმავლობაში ბასილაშვილთან მეხუთედ ითამაშა.

აქამდე ჩოგბურთელებს შორის ბალანსი 2:2-ზე იყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 1/8-ფინალურ ეტაპზე მოქმედ ჩემპიონ რობერტ ბაუტისტა-აგუტისა და ინდოელ რამკუმარ რამანატანს შორის გამარჯვებული იქნება.

დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა და ახალი რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს მე-19 ჩოგანია.

altკარიერის რეკორდი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-19 ჩოგანია

მკითხველის კომენტარები / 16 /
ერთი რამე ამიხსენით ვინმემ თუ იცით რატო არ მოემატა ნიკას სარეიტინგო 45 ქულა? ლაივ რეიტინგში ისევ 1820 უწერია. ასე მოხდა როტერდამშიც პირველი მოიგო და არ დაემატა ქულა. არადა დასავავი არც მაშინ ქონდა და არც ახლა
გიგი
23:19 25-02-2019
0
გილოცავ ნიკოლოზ შემოვევლე შენც მარჯვენას მასე რა შე კაცო. თან დღეს რუსის დამარცხება ორმაგად სასიხარულოა
გოგა
20:55 25-02-2019
0

სიახლეები პოპულარული