27 თებერვალს, დუბაის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი სამ სეტში 6:7(2:7), 6:4, 6:3 დაამარცხა.
აქამდე ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ გამარჯვება ესპანელმა მოიპოვა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია, ამ შეხვედრაში გამარჯვებით კი ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, პირველ წრეში ქართველმა კარენ ხაჩანოვს ორ სეტში მოუგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ბორნა ჩორიჩსა და ტომას ბერდიხს შორის გამარჯვებული იქნება.
ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ბორნა ჩორიჩსა და ტომას ბერდიხს შორის გამარჯვებული იქნება.