ხაჩანოვის ბასილაშვილთან დამარცხებას რუსები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აბრალებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსული სპორტული საიტები მუდამ დიდ ყურადღებას უთმობენ თავიანთი ჩოგბურთელების ასპარეზობას და განსაკუთრებით მსოფლიოს მე-12 ჩოგანის, კარენ ხაჩანოვის თამაშს, ნიკოლოზ ბასილაშვილთან დუბაის ტურნირის 1/8 ფინალში წაგება კი თქვენ წარმოიდგინეთ და ძალიან მოკლედ გააშუქეს. მხოლოდ sports.ru-მ მიუძღვნა მეტნაკლებად ვრცელი მიმოხილვა. გთავაზობთ ამონარიდს.

"გასული წლის მაისის შემდეგ ხაჩანოვმა პირველად წააგო ზედიზედ 3 მატჩი. ამჯერად მსოფლიოს რეიტინგში მე-19 ადგილზე მყოფ ნიკოლოზ ბასილაშვილთან. ხაჩანოვი მიჯრით სამჯერ პირველივე წრიდან უკანასკნელად 2017 წელს გამოვარდა.

მას ბოლო კვირეების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

ბასილაშვილმა რაც ოქტომბერში პეკინში თავისი
უდიდესი ტურნირი მოიგო, სადაც ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა, მას შემდეგ 6 მატჩში პირველად სძლია რეიტინგში მასზე უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ მოწინააღმდეგეს".

ბასილაშვილმა ხაჩანოვს 6:4, 6:1 მოუგო, შეხვედრა კი 1 საათი და 11 წუთი გაგრძელდა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ახლა გინდ შაიტანე, გინდ გამოიტანე თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი! :)))
Irakli Apkhaidze
12:32 26-02-2019
0
ვუყურე თამაშს და უფრო იმან წააგო ვიდრე ნიკამ მოიგო, არადა მინდა რომ მაგარ ფორმაში იყოს რა.
ქარ
10:49 26-02-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული