როჯერ ფედერერი: მნიშვნელოვანია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეტი მოთმინება გამოიჩინოს

AutoSharing Option
როჯერ ფედერერმა დუბაის ტურნირში სტეფანოს ციციპასთან მარცხის შემდეგ კომენტარი საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებაც გააკეთა.

"ვფიქრობ, ბასილაშვილი სწორად ვითარდება. მასთან მხოლოდ ერთხელ, ავსტრალიაში ვითამაშე. რთული მატჩი იყო. მგონი, ჯერ იმ დონეზე არ იყო, რა დონეზეც ახლაა.

მისი ძალით მოხიბლული ვარ. ვფიქრობ, ეს ძალა ყოველთვის ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ მეტი მოთმინება გამოიჩინოს. მახსოვს, რა კარგად ითამაშა მან რაფაელ ნადალის წინააღმდეგ ამერიკის ღია პირველობაზე." - ციტირებს ფედერერის სიტყვებს tennisworldusa.org-ი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და როჯერ ფედერერი ერთმანეთს 2016 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე შეხვდნენ. მატჩი
შვეიცარიელის გამარჯვებით - 6:2, 6:1, 6:2 დასრულდა.

altნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 97-ე ჩოგანთან დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფედერერი კი არ დამარცხდა, ციციპასს მოუგო 2 სეტსჰი დუბაის ფინალი. ამ გამარჯვებით მან 100-ე ტურნიერი მოიგო. ჟურნალისტს გმართებთ რომ ფაქტები გადაამოწმოთ.
ბაჩო შურღაია-ს
13:16 21-03-2019
1
კი ჭეშმარიტად, ფედერერი ციციპასთან ფინალში დამარცხდა, ფანტაზიაც ასეთი უნდა... აბა ის 100-ე ტიტული რა პონტში მოიგო?
Musenbezi
20:42 10-03-2019
0

სიახლეები პოპულარული