მაიამის ღია პირველობის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს 2 სეტში (65) 7:6, 6:3 მოუგო.
აქამდე 1/32-ფინალში ბასილაშვილმა გერმანიის წარმომადგენელს მიშა ზვერევს (75) 6:3, 6:2 სძლია.
შემდეგ წრეში ნიკოლოზი პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩსა და კანადელ ფელიქს ოგე-ალიასიმს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ის პირველად გავიდა ამ ტურნირის მერვედფინალში.
ამ მოგებით მან რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.
ტურნირის გამარჯვებული 1 354 010 დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
წლისბოლოს მინიმუმ ათეული გელოდება!