მაიამის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი მოგება და სარეკორდო მე-17 ადგილი!

AutoSharing Option
მაიამის ღია პირველობის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს 2 სეტში (65) 7:6, 6:3 მოუგო.

აქამდე 1/32-ფინალში ბასილაშვილმა გერმანიის წარმომადგენელს მიშა ზვერევს (75) 6:3, 6:2 სძლია.

შემდეგ წრეში ნიკოლოზი პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩსა და კანადელ ფელიქს ოგე-ალიასიმს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ის პირველად გავიდა ამ ტურნირის მერვედფინალში.

ამ მოგებით მან რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.

ტურნირის გამარჯვებული 1 354 010 დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყოჩაღ ნიკოლოზ!!! 14 ეისი!!! ახლა ვუყურებ მისი პოტენციური მოწინააღმდეგის შეხვედრას!!! პირველი სეტი მოიგო ალიასიმმა ტაიბრეიქზე!!! თამაშს ესწრება ნიკას მწვრთნელი დე-ვიტი!!! ორივე კარგ ფორმაშია ხურკაჩი, რომელმაც ტიმი გამოთიშა ასპარეზობიდან და კანადელიც!!! ნიკას წარმატებას ვუსურვებ 26-ში!
დათო
03:34 25-03-2019
23
ნიკოლოზს ვულოცავ შემდეგ წრეში გასვლას! მაგრამ ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ ნიკოლოზ! დღეს გაუმართლა რომ მის მოწინააღმდეგეს დიადორას ფეხსაცმელები ორჯერ გაეხა! ნიკოლოზმა 29 შეცდომა დაუშვა, უმეტესობა საკუთარი შეცდომით, და არა იმიტომ რომ მეტოქემ აიძულა. ხასიათის მოთამაშედ არ უნდა ჩამოყალიბდეს, ანუ ნერვებს არ უნდა აყვეს, თუ სერიოზულ წარმატებას უნდა რომ მიაღწიოს. შემდეგ წრეში 18 წლის კანადელს ხვდება, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრავია, ზუსტი დაბრუნება აქვს და ბადესთან კარგად თამაშობს. ამ კანადელს გულშემატკივარი ბლომად ეყოლება, რადგან ფლორიდაში დიდი კანადური დიასპორა არის. წარმატებას ვუსურვებ ნიკოლოზს!
ლუკა
03:06 25-03-2019
24

სიახლეები პოპულარული