სხვა

ჩოგბურთი

მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
პორტუგალიაში ჩატარებული კიდევ ერთი ჩელენჯერის გამარჯვებულები ქართველები გახდნენ.

ერთეულთა თანრიგში ჩემპიონი მარიამ ბოლქვაძე გახდა, რომელმაც ფინალში ესპანელი ნურია პარისა ორ სეტში 6:2, 7:5 დაამარცხა, მანამდე კი თანამემამულე სოფიო შაფათავას სძლია - 6:2, 6:2.

ამ გამარჯვებისთვის მან 16 სარეიტინგო ქულა მიიღო და მსოფლიო რეიტინგში მისთვის სარეკორდო - 252-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში კი მარიამ ბოლქვაძის და ნასტია კოლარის დუეტი სოფიო შაფათავას და ვიბლი სმიტის დუეტთან დამარცხდა - 1:6, 6:2, 9:11.

altმარიამ ბოლქვაძეს ჩელენჯერის ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა