
ქართველი მარიამ ბოლქვაძე (195) წარმატებულ სვლას განაგრძობს, ყაზახეთში ქალთა შორის გამართული ტურნირის ფინალში ჩოგბურთელი ისე გავიდა, რომ 1 სეტიც კი არ წააგო.
დღევანდელ შეხვედრაში ბოლქვაძე ბელარუს იულია ჰატოუკას (262) დაუპირისპირდა და 6:4 6:4 დაამარცხა. ფინალში ქართველის მოწინააღმდეგე რუსი ვალერია სავინიხი (196) იქნება, რომელმაც, თავის მხრივ, თანამემამულე ეკატერინა შალიმოვა (676) 6:1 6:3 დაამარცხა.