მარიამ ბოლქვაძეს ჩელენჯერის ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ქალაქ ობიდოშში გამართულ ჩელენჯერის ფინალში ბელგიელ მარინა ზანევსკასთან ორ სეტში 5:7, 2:6 დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი 25-ათასიან ტურნირზე მე-7 ნომრად გახლდათ განთესილი.

ფინალამდე ბოლქვაძემ ჩეხი ანასტასია დეტიუკი (4:6, 6:4, 6:2), კამბოჯელი ანდრეა კამი (6:3, 6:0), მეორე ნომრად განთესილი სერბი დეიანა რადანოვიჩი (6:3, 3:6, 6:2) და დიდიბრიტანელი ედენ სილვა (6:2, 6:4) დაამარცხა.

ობიდოშში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა. სოფია შაფათავამ 1/16-ფინალში გერმანელ ვივიენ ჰაიზენს სძლია - 7:6, 7:6, თუმცა მომდევნო ეტაპზე ვერაფერი გააწყო მეექვსე ნომრად განთესილ ჩეხ ბარბორა სტეფკოვასთან -
2:6, 3:6.

მომზადებულია sportstat.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული