აჭარის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში 30 აპრილს დაიწყება

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/Georgian Tennis Federation

ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 30 აპრილს სტარტს აჭარის ღია პირველობა აიღებს.

შეჯიბრება ჩატარდება ერთეულთა თანრიგში ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში: 5-8, 10, 12, 14, 16. შეჯიბრებას ხელმძღვანელობს აჭარის ჩოგბურთის ფედერაცია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

შეჯიბრება ჩატარდება ტაი-ბრეიკის სისტემით სამი პარტიიდან. განაცხადის მიღება - 30 აპრილამდე. რეგისტრაცია გაიმართება 30 აპრილს, 12:00-დან 18:00 საათამდე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული