ნიკოლოზ ბასილაშვილი ლაზლო ჯერესთან დამარცხდა

AutoSharing Option
26 აპრილს, ბუდაპეშტის ტურნირის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს 33-ე ჩოგანთან,  უნგრული წარმოშობის 23 წლის სერბთან ლაზლო ჯერესთან 6:3, 2:6, 3:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი და ჯერე აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 2015 წელს ქართველმა იმარჯვა, ხოლო 2018 წელს სერბმა.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 6:3, 0:6, 6:3 მოუგო.

რადგან ტურნირიდან უკვე გამოვარდა შარშანდელი გამარჯვებული მარკო ჩეკანატო და რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა, ბასილაშვილი მე-17 ჩოგანი გახდება.

ჯერე ნახევარფინალში სერბ ფილიპ კრიჯინოვიჩს შეხვდება, რომელმაც ბორნა ჩორიჩი 6:4, 7:5 დაამარცხა.

ბუდაპეშტის ტურნირი 250-იან კატეგორიაში შედის და მისი საპრიზო ფონდი 501 345 ევროა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ ყომარბაზზე ვაბშე რატო წერთ?
Musenbezi
26 აპრილი 2019 23:00
15
Ar aris es 18 nomeri nagdad, ubralod gaumartla da moxvda am pozicia ze.
Davit
27 აპრილი 2019 11:39
15
ისე პირი რომ გაიპარსოს უკეთესი იქნება,ფედერერს და ნადალს თუ აქვთ დრო გასაპარსად ეგ რას აკეთებს.
maxo
27 აპრილი 2019 19:05
2
"ბრწყინვალე" კომენტარებია. წაგება და სააღდგომოდ სახლში ჩამოსვლა ჯობია თუ, მოგება და ბუდაპეშტი?
ვეტერანი
27 აპრილი 2019 12:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული