ნიკოლოზ ბასილაშვილი ლაზლო ჯერესთან დამარცხდა

AutoSharing Option
26 აპრილს, ბუდაპეშტის ტურნირის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს 33-ე ჩოგანთან,  უნგრული წარმოშობის 23 წლის სერბთან ლაზლო ჯერესთან 6:3, 2:6, 3:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი და ჯერე აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 2015 წელს ქართველმა იმარჯვა, ხოლო 2018 წელს სერბმა.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 6:3, 0:6, 6:3 მოუგო.

რადგან ტურნირიდან უკვე გამოვარდა შარშანდელი გამარჯვებული მარკო ჩეკანატო და რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა, ბასილაშვილი მე-17 ჩოგანი გახდება.

ჯერე ნახევარფინალში სერბ ფილიპ კრიჯინოვიჩს შეხვდება, რომელმაც ბორნა ჩორიჩი 6:4, 7:5 დაამარცხა.

ბუდაპეშტის ტურნირი 250-იან კატეგორიაში შედის და მისი საპრიზო ფონდი 501 345 ევროა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველა შეხვედრას თავისი შეცდომებით აგებს და არა მოწინააღმდეგის კარგი თამაშის გამო
თემო
26 აპრილი 2019 22:57
1
იმ ფორმაში არ არის რაც ცოტა ხნის წინ, და ეს არ არის ტრაგედია, დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში ისევ გაგვახარებს. და ახლა ლანძღვა კი არა გვერდში დგომა სჭირდება.
წარმატებები ბასილაშვილს!
Irakli
26 აპრილი 2019 22:37
4
არასერიოზული და არასტაბილურია! 40:0 და საკუთარი მოწოდების წაგება ამაზე მეტი რაოდენობით არ მინახავს
დათო
26 აპრილი 2019 22:11
7
ამან უიმბლდონიც რომ მოიგოს აღარ მაინტერესებს, ცანცარა სპორსმენია, ან არ ვიცი...
a
26 აპრილი 2019 21:27
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული