ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულებში მადრიდის მასტერსის პირველივე წრიდან გამოვარდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) მადრიდის მასტერსის პირველ წრეში მსოფლიოს 37-ე ჩოგანთან, ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან 7:6, 3:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

თამაში 2 საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ბასილაშვილმა 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი - არც ერთი.

ტიაფო მეორე წრეში კოლშრაიბერსა და კუკუშკინს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი რომის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას, იქამდე კი მადრიდის მასტერსზე წყვილთა თანრიგში იასპარეზებს - 7 მაისს მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად ბრიტანელი ჯეიმი მარისა და ბრაზილიელი ბრუნო სოარეშის დუეტს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბასილ ტიპიური ქართველი სპორტსმენი ხარ,1ს მოიგებ და მერე ყველას იმედებს უცრუებ.უკვე მერამდენედ
რეზი
07 მაისი 2019 05:49
1
ნადალმა შვებით ამოისუნთქა.
madrideli.
07 მაისი 2019 09:55
1
ვერ გავიგე ამ ბიჭის, იგებდა უპირატესიბასც ფლობდა და უცებ აურია?! ამერიკელმა ბოლოს კოჭლობით მოიგო!!! სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება ბასილა თუ რა ჭირს, მართლა ვერ ვხვდები???
მეჩოგნე
07 მაისი 2019 01:10
0
კიდე დაწინაურდება ზატო :)
tyson
06 მაისი 2019 18:42
7
ძალიან გამიცრუე იმედები, ნიკოლოზ. რაღაც გჭირს...არადა წელს ათეულს ველოდი შენგან...
mamuka09ze
07 მაისი 2019 00:07
3
10-0 ზე იყო ორმაგი შეცდომები. კომენტარი ზედმეტია. და ამ ერტჯერად ჩოგბურტელს უპირებდნენ შარშან საქართველოს საუკეთესო სპორტსმენობას? ცოტა ტვინი დაატანეთ რო წერთ ამ უაზრო კომენტარებს.ნადალს ვიწრო წრეში უთქვამს მაგრად გამიმართლა ეგ რო გავარდაო)))))
ზაზა
07 მაისი 2019 10:56
3
წინაზე ბასილაშვილის ჯვრისწერის სურათები ვნახე და..ცოლი ეხლა მოიყვანა ამან? გასაგებია მაშინ ყველაფერი..იმას უნდა მოუკლო ბასილ,იმას,თამაში კი მოსამატებელი გაქვს თორე აღღმოჩნდები მალე ასეულს მიღმა
შოთა
07 მაისი 2019 04:00
2
მადლობა ამ კაცს საქართველო რომ ჩასვა ჩოგბურთში
kico
07 მაისი 2019 17:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული