ნადალი ბასილაშვილისათვის სულ სხვა სიმაღლეა, დაუძლეველი მწვერვალია

AutoSharing Option
რომის მასტერსის მერვერდფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს მეორე ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან 1:6, 0:6 დამარცხდა.

იმის გამო, რომ რომში ოთხშაბათს წვიმდა, ნადალს დღეს ორი შეხვედრის ჩატარება მოუწია. ის ბასილაშვილთან დაპირისპირებამდე ფრანგ ჟერემი ჩარდს ადვილად გაუსწორდა - 6:0, 6:1. ზოგს ეგონა, ერთ დღეში ორჯერ თამაში ნადალს გაუჭირდებოდა და ეს ქართველს გარკვეულ შანსს აძლევდა. სამწუხაროდ, ეს იმედი ცრუ გამოდგა. ბრძოლა, ფაქტობრივად, არ შედგა. ბასილაშვილი ნადალთან მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა.

ბასილაშვილმა ტურნირზე ჯერ მარტონ ფუჩოვიჩს, ხოლო შემდეგ ლასლო ჯერეს სძლია.

ნადალთან მოგების შემთხვევაში ნიკოლოზს შეეძლო
რეიტინგში მისთვის სარეკორდო, მე-16 ადგილზე გადასულიყო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ამას დამარცხება არ ქვია მასტერკლასი ჩაუტარა არ გინდათ ახლა ნადალიო და მერე რაო ბოლო ერთ თვეში ნადალი თიხის მეფე სამჯერ დამარცხდა ასე რო 12-1 წაგება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ფაქტია სამწუხაროდ
ნოდო
23:07 16-05-2019
11
ნიკას პროგრესში ჩანს მისი დაუღალავი შრომა და პროფესიონალის მენტალიტეტი. ამიტომ ძალიან ვაფასებ მას როგორც სპორტსმენს. ძალიან რთულის სპორტია ჩოგბურთი, ძალიან დიდი კონკურენციით. მსოფლიოს ოცეულში ყოფნა ბევრს ნიშნავს და არ უნდა ვესროდეთ ტალახას ერთმანეთს ასე მარტოვად და არ ვუყრიდეთ ქართველები შრომას ერთმანეთს წყალში.

თან სწორად დაიწერი ქვემოთ ერთი კომენტარი, ნიკა ბევრად წინ არის ვიდრე ჩოგბურთია ჩვენთან განვითარებული.

ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობას რომ
ჰქონდეს ასეთი მშრომელი და მებრძოლი მენტალიტეტი, ვარკსვლავები იქნებოდნენ, მარად ნიჭიერებად რომ რჩებიან.
მაგარი ბიჭია ნიკა
02:58 17-05-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული