საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ლიონის ტურნირში მე-8 ფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. ნიკოლოზი შეჯიბრებაზე პირველ ნომრად არის განთესილი და საწყისი ტური ამიტომაც გამოტოვა. დღეს მისი მეტოქე ფრანგი ტრისტან ლამასინი იქნება.
26 წლის ლამასინი მსოფლიოს 270-ე ჩოგანია და კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში 181-ე პოზიცია იყო. ნიკა და ტრისტანი ერთმანეთს ერთხელ შეხვედრიან. 2016 წლის როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა ფრანგი მეტოქე სამ სეტში დაამარცხა - 6:3, 4:6, 6:1.
ლიონის ტურნირი 250-იანთა კატეგორიაში შედის. მისი საპრიზო ფონდი 501 345 ევრო გახლავთ. გამარჯვებული 85
შარშან ამ ტურნირზე ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა გაიმარჯვა. ტიმმა ფინალში ფრანგ ჟილ სიმონს სამ სეტში მოუგო - 3:6, 7:6, 6:1.
ნიკოლოზ ბასილაშვილს შარშან ამ ტურნირზე არ უთამაშია. აქედან გამომდინარე, არც ქულები აქვს დასაცავი. ხოლო შარშანწინ ნიკოლოზი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჟო ვილფრიდ ცონგასთან 3 სეტში დამარცხდა - 2:6, 6:3, 1:6.
ლამასინის დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზი, დიდი ალბათობით, სწორედ ცონგას შეხვდება და რევანშის აღების კარგი შანსი ექნება.
დღევანდელი შეხვედრა კი 19:15 წუთზე გახლავთ ჩანიშნული.