ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ლიონის ტურნირზე ასპარეზობას იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ლიონის ტურნირში მე-8 ფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. ნიკოლოზი შეჯიბრებაზე პირველ ნომრად არის განთესილი და საწყისი ტური ამიტომაც გამოტოვა. დღეს მისი მეტოქე ფრანგი ტრისტან ლამასინი იქნება.

26 წლის ლამასინი მსოფლიოს 270-ე ჩოგანია და კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში 181-ე პოზიცია იყო. ნიკა და ტრისტანი ერთმანეთს ერთხელ შეხვედრიან. 2016 წლის როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა ფრანგი მეტოქე სამ სეტში დაამარცხა - 6:3, 4:6, 6:1.

ლიონის ტურნირი 250-იანთა კატეგორიაში შედის. მისი საპრიზო ფონდი 501 345 ევრო გახლავთ. გამარჯვებული 85
945 ევროთი დაჯილდოვდება, ფინალისტი - 45 265-ით. ერთეულთა ტურნირში მონაწილეობას 28 ჩოგბურთელი მიიღებს.

შარშან ამ ტურნირზე ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა გაიმარჯვა. ტიმმა ფინალში ფრანგ ჟილ სიმონს სამ სეტში მოუგო - 3:6, 7:6, 6:1.

ნიკოლოზ ბასილაშვილს შარშან ამ ტურნირზე არ უთამაშია. აქედან გამომდინარე, არც ქულები აქვს დასაცავი. ხოლო შარშანწინ ნიკოლოზი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჟო ვილფრიდ ცონგასთან 3 სეტში დამარცხდა - 2:6, 6:3, 1:6.

ლამასინის დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზი, დიდი ალბათობით, სწორედ ცონგას შეხვდება და რევანშის აღების კარგი შანსი ექნება.

დღევანდელი შეხვედრა კი 19:15 წუთზე გახლავთ ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული