ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის ტურნირის 1/8-ფინალში 1 საათსა და 37 წუთში მსოფლიოს 270-ე ჩოგანს, 28 წლის ფრანგს, ტრისტან ლამასინის 7:5, 7:5 სძლია.
ნიკოლოზი შეჯიბრებაზე პირველ ნომრადაა განთესილი და პირველი ტური გამოტოვა.
ბასილაშვილს შარშან ამ ტურნირზე არ უასპარეზია და არც ქულები აქვს დასაცავი, ხოლო შარშანწინ ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგასთან (85) 3 სეტში დამარცხდა - 2:6, 6:3, 1:6.
ნიკოლოზი მეოთხედფინალში სწორედ ცონგას შეხვდება და 23 მაისს რევანშის აღების კარგი შანსი აქვს.
ლიონის ტურნირი 250-იანთა კატეგორიაში შედის. მისი საპრიზო ფონდი 501
345 ევრო გახლავთ. გამარჯვებული 85 945 ევროთი დაჯილდოვდება, ფინალისტი - 45 265-ით.